საზოგადოება
პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

 

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღი 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. მისი მიზანი მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზებაა ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
| Print |