საზოგადოება
ახალციხეს გაზი არ მიეწოდება
ქალაქ ახალციხეში, ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. მიზეზი ცხრა აპრილის ქუჩაზე ავარიაა. შპს "ინტერგაზის" დირექტორი ვასილ აბულაძე ამბობს, რომ ბუნებრივი აირის გარეშე მხოლოდ ქალაქის აბონენტები არიან დარჩენილი. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, დაზიანებაზე სპეციალისტები მუშაობენ, გაზის მიწოდება დღესვე აღდგება.
| Print |