საზოგადოება
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი შესაძლოა, გაძვირდეს
შესაძლოა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძვირდეს. ეს მას შემდეგ გაირკვევა, როცა 8 ივნისიდან მიმოსვლა აღდგება. 

თუმცა ტაქსით მგზავრობა, რომელიც ახლა ქალაქიდან ქალაქში წასასვლელად ერთადერთი საშუალებაა, უკვე გაძვირდა. მაგალითად, ახალციხიდან თბილისში წასვლა, 30 ლარი ღირს. მძღოლს დედაქალაქში სამი მგზავრი მიჰყავს. 

როგორ აისახება უსაფრთხოების ახალი რეგულაციები ავტობუსებსა და სამარშუტო ტაქსებზე - ეს მომავალი კვირიდან გაირკვევა.

მძღოლები ფასის ზრდის მთავარ მიზეზად, რეკომენდაციებს ასახელებენ. მათთვის მთავარი პრობლემა მგზავრების გადაყვანის შეზღუდვაა. გაორმაგებული ფასები, ამჟამად, მხოლოდ ტაქსებზე მოქმედებს. 

ახალციხეში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კერძო კომპანიას ეკუთვნის. შპს "ჯეოტივის" დირექტორი ნუგზარ მამუკაშვილი ამბობს, რომ მგზავრობა გაძვირდება, თუმცა რამდენით, ჯერ არ დაუთვლია. 

"ამას დაანგარიშება უნდა. ზეპირად ვერ ვიტყვი, უნდა ვნახო როგორი რეგულაციები იქნება, რა პროცენტით მოემატება თანხა. გაანგარიშების ფორმულა ითვალისწინებს ადგილების გამოყენების კოეფიციენტს. სავარაუდოდ, დაახლოებით 70% ადგილების გამოყენება იქნება შესაძლებელი, ანუ გაორმაგებით არ გაორმაგდება", - გვითხრა ნუგზარ მამუკაშვილმა.
| Print |