საზოგადოება
სოფლების მიმართულებით მოძრაობა აღდგა
ახალციხის სოფლების მიმართულებით ტრანსპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა. მგზავრობის ფასი ჯერჯერობით, ისევ იგივეა, რაც კორონავირუსის პანდემიამდე იყო. მთავარი რეკომენდაციაა, რომ ყველა მგზავრსა და მძღოლს ეკეთოს პირბადე, ავტობუსში ფეხზე მდგომი არ უნდა იყოს, ასევე აუცილებელია ფანჯრები ღია იყოს. ამ უკანასკნელ რეგულაციას მგზავრები ხშირად აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ორპირში მგზავრობა უჭირთ.

რაც შეეხება საქალაქთაშორისო მიმოსვლას - მოძრაობა რვა ივნისიდან აღდგენა. სატრანსპორტო კომპანიაში ვარაუდობენ, რომ რეგულაციების გამო, სავარაუდოდ, მგზავრობის ღირებულება გაიზრდება.

| Print |