საზოგადოება
საქართველოში ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს

 

6 ივნისიდან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კი შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 7-8 ივნისს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება ახალციხეს - ჰაერის ტემპერატურა 27-30 გრადუსამდე გათბება. 

თბილისში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.
| Print |