საზოგადოება
დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 27 მაისისს სხდომაზე მიიღებული გადაწყვეტილებით, რვა ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა.

„პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა გახარიამ 27 მაისის სხდომაზე.

მგზავრებს ტრანსპორტში რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. მათ შორის მთავარი რეკომენდაციაა, რომ ტრანსპორტის მგზავრებმა ატარონ პირბადე.

საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის პანდემიის გამო, საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები 23 მარტს დაწესდა.

საქართველოში სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა, საქალაქთაშორისო მოძრაობის აღდგენის მიუხედავად, დღეიდან არ განახლდება. ამის შესახებ მთავრობის 345-ე დადგენილებაშია აღნიშნული. დადგენილების თანახმად, სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა.
| Print |