საზოგადოება
პირბადის ტარება სავალდებულო გახდა -პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა

 

პირბადის ტარების კანონპროექტი მესამე მოსმენით მიღებულია. პარლამენტმა კანონპროექტი 76 ხმით დაამტკიცა.

დახურულ სივრცეში ფიზიკური პირი პირბადის გარეშე გადაადგილების შემთხვევაში 20 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ამ სივრცის მფლობელი იურიდიული პირი ან ინდმეწარმე 500 ლარით.

პანდემიის ან ეპიდემიის დროს პირბადის ტარება სავალდებულო ხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ტაქსით მგზავრობის დროსაც. დამრღვევი პირი, მგზავრიც და მძღოლიც ასევე 20 ლარით დაჯარიმდება.
| Print |