საზოგადოება
ქორწილის, ქელეხის, იუბილეს ან ნათლობის გადახდის შემთხვევაში 2 000 ლარით დაჯარიმდებით

 

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ 15 ივლისამდე საქართველოში ქორწილის, ქელეხის, იუბილეს და ნათლობის გადახდის შემთხვევაში როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები დაჯარიმდებიან. ანრი ოხანაშვილმა გამოსვლისას განმარტა, რომ 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დაჯარიმდება და 2 000-ლარიანი ჯარიმა გამოეწერება ყველა იქ მყოფს, ასევე 10 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრება იურიდიულ პირს.

„რამდენიმე ჩემმა კოლეგამაც მკითხა, როდემდე არის შეზღუდვები ქორწილების გადახდასთან დაკავშირებით.

სოციალურ ღონისძიებებზე, როგორიც არის ნათლობა, იუბილე, შეზღუდულია 15 ივლისამდე. შესაბამისად, ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დაჯარიმდება. გამოყნებული იქნება ყველა იქ მყოფი პირის მიმართ 2000-ლარიანი ჯარიმა, ასევე იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიანი ჯარიმა.

ამიტომ დიდი თხოვნით მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ ამ სოციალური ღონისძიებების გამართვისგან 15 ივლისამდე თავი შევიკავოთ.

რაც შეეხება შემდგომ სიტუაციას, რა რეგულაციები იქნება 15 ივლისის შემდგომ, გადაწყვეტილება მიღებული იქნება პანდემიის მდგომარეობიდან გამომდინარე.

პირბადის ტარება კი მოგვიწევს პანდემიის და ეპიდემიის ფარგლებში, თუმცა, თუ ეს სიტუაცია იმდენად კარგად იქნება ადმინისტრირებული და კონტროლს დაქვემდებარებული საქართველოში, შესაძლებელია, პანდემია იყოს, მაგრამ წესი არ დაგვჭირდეს და გავაუქმოთ კიდეც პირობითად, სექტემბერში. ეს არის ყოველდღიური განხილვის საკითხი ეპიდემიოლოგების, საერთაშორისო ექსპერტების და საკოორდინაციო საბჭოში და გადაწყვეტილებასაც სპეციალისტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით მივიღებთ“,
- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
| Print |