საზოგადოება
„ახალციხის ციხე“ ვიზიტორებს უფასოდ მიიღებს

 

შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის, რეგიონის ხელისუფლებამ ვიზიტორებისთვის რამდენიმე შეღავათი შეიმუშავა. ერთ-ერთია „ახალციხის ციხეში“ შესვლისთვის დაწესებული მოსაკრებლის გაუქმება.

კომპლექსი მუშაობას 15 ივნისიდან განაახლებს და ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ახალციხის ციხე“ იმუშავებს ყოველ დღე, 09:00 საათიდან 19:00 საათამდე.

 

| Print |