საზოგადოება
13 ივნისის სტიქიიდან ხუთი წელი გავიდა

 

21 დაღუპული, ორი დაკარგული და ათასობით დაზარალებული მოქალაქე – 13 ივნისის სტიქიიდან დღეს ხუთი წელი გავიდა.

წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში, თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა.

სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები.

დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.

სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა – წყნეთის გზის მონაკვეთი.
| Print |