საზოგადოება
პირბადით მოდიან, პრობლემა თერმოსკრინინგია - ახალციხის ბაზარში ხანდახან წესები ირღვევა
ახალციხის სავაჭრო ცენტრს, მუშაობის უფლების მოპოვებამდე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ორი ვიზიტი დასჭირდა. ხელისუფლება ობიექტს ყველა წესის მკაცრად დაცვას სთხოვდა. მათ შორის მთავარი იყო სოციალური დისტანცია, პირბადე ყველა მოქალაქეს და თერმოსკრინინგი.

გახსნიდან ერთ თვეში, ახალციხის სავაჭრო ცენტრში მოქალაქეები ყველა წესს არ იცავენ. ვერც ადმინისტრაცია ახერხებს ყველა მომხმარებლის გაკონტროლებას.

ობიექტის ხელმძღვანელი არ უარყოფს, რომ მოქალაქეები ხშირად გასასვლელიდან შედიან, ან სხვა გზებით თავს არიდებენ თერმოსკრინინგს. ვახტანგ ქართველიშვილი ამბობს, რომ ამის გამო, მომხმარებლები ხშირად უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

| Print |