საზოგადოება
სადარბაზოს მიმდებარედ მშენებლობა მეზობლების დაპირისპირების მიზეზი გახდა

 

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, სამსართულიან კორპუსში მეზობლები ერთანეთს დაუპირისპირდნენ. #4-ში მაცხოვრებლების უკმაყოფილება მზია გოზალიშვილისმიერ, სადარბაზოში სამშენებლო მასალების ტომრების განთავსებამ გამოიწვია. ის ამბობს, რომ ტერიტორია მისია და მეზობლებს არ დაუთმობს. 

მეზობლების თქმით კი, გოზალიშვილი საერთო ფართს დაეპატრონა და მისი სამუშაოების გამო, სახლი ინგრევა. ამას უსაფუძვლო ბრალდებას უწოდებს მზია გოზალიშვილი. მისი თქმით, სახლზე არაერთი უკანონო მშენებლობა განხორციელდა, რა დროსაც სახლის საყრდენი დაზიანდა.

კორპუსის სხვა მაცხოვრებლებს კი სურთ, სადარბაზომ ძველი ფუნქცია და იერსახე დაიბრუნოს. მათი თქმით, ტერიტორია ყველასია და ერთმა ოჯახმა არ უნდა მიისაკუთროს.

ამ საკითხზე მუნიციპალიტეტის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ, პირად საუბარში კი ამბობენ, რომ მათთვის არავის მიუმართავს. ზედამხედველებოს სამსახური ადგილზე სიტუაციას განცხადების დაწერის შემთხვევაში შეისწავლის.

| Print |