საზოგადოება
სოფლების მიმართულებით მარშუტების რაოდენობა შემცირდა
ახალციხის სოფლების მიმართულებით ტრანსპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა, თუმცა შეიზღუდა მარშუტების რაოდენობა. სატრანსპორტო საშუალების მძღოლები ამბობენ, რომ მიზეზი მგზავრის სიმცირეა. მას შემდეგ, რაც მოძრაობა აღდგა, სამარშუტო ტაქსებით მხოლოდ რამდენიმე მგზავრი გადაადგილდება. მგზავრობის ფასი ჯერჯერობით, იგივეა, რაც კორონავირუსის პანდემიამდე იყო. მაგრამ მძღოლების თქმით, თუ მგზავრთა ნაკადი არ მოიმატებს, იძულებულნი იქნებიან, რომ ფასი გაზარდონ.

მგზავრთა ნაკადის სიმცირეზე ჩივიან არა მხოლოდ საზოგადოებრივი, არამედ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებიც. ტურისტული ობიექტების მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელები ამბობენ, რომ მათი მგზავრები, ძირითადად უცხოელი სტუმრები იყვნენ, ამიტომ ფიქრობენ, რომ მგზავრების რაოდენობა მხოლოდ მას შემდეგ გაიზრდება, როცა ქვეყანა ტურისტებს მიიღებს.


| Print |