საზოგადოება
ახალციხეში კერძო ბაღის თანამშრომლები სამსახურის გარეშე დარჩნენ
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები თითქმის ყველა სექტორში მოიხსნა, საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, მათ შორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლის განახლება, სექტემბრამდე არ იგეგმება. თითქმის ოთხი თვეა როგორც საჯარო, ისე კერძო საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ბაღებისაგან განსხვავებით, კერძოს თანამშრომლებს ხელფასი არ ერიცხებათ. ისინი რამდენიმე თვეა შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი. პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ მშობლებიც, რომლებიც სამუშაო საათებში ბავშვებს ბაღში ტოვებდნენ.

| Print |