საზოგადოება
ახალციხის ხელოვნური ტბა დაგვიანებით გაიხსნა
კორონავირუსის გამო, ახალციხის ხელოვნურ ტბაზე ტურისტული სეზონი სამი კვირის დაგვიანებით გაიხსნა. ახალციხის წყალმომარაგება-წყალანირების დირექტორი ამბობს, რომ მოქალაქეებს ნავებითა და წყლის ველოსიპედების დაქირავების უფლება, ორი დღეა მიეცათ. ტბაზე უკვე შესაძლებელია თევზაობაც. ჯემალ გიორგაძის თქმით, სეზონის გახსნამდე შეიცვალა სკამები, დეზინფექცია ჩაუტარდა ტერიტორიას. რეკომენდაციების მიხედვით, სპეციალური ხსნარებით კვირაში ერთხელ ხდება ტერიტორიის, შენობების, ტრენაჟორებისა და სკამების დასუფთავება. ტბის ტერიტორიაზე საღამოობით ხალხმრავლობაა. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ დისტანციას მოქალაქეები თავად უზრუნველყოფენ.

| Print |