საზოგადოება
წყალმომარაგების კომპანიას სამცხე-ჯავახეთში გიგა გრიგოლაშვილი უხელმძღვანელებს
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას სამცხე-ჯავახეთში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. გიგა გრიგოლაშვილი რეგიონული ფილიალის დირექტორად 22 ივნისს დაინიშნა. ახალციხეში, დღეს მისი პირველი სამუშაო დღე იყო.

იგი სხვადასხვა წლებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა თელასში, საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიაში, ენერეგო-პრო ჯორჯიაში, მარნეულგაზში, საქართველოს ბანკში, ევექსსა და სოკარჯორჯია გაზის გორის ფილიალში.

ამბობს, რომ ამბიციური განაცხადი აქვს და ახალციხეს 24 საათიანი წყალმომარაგების საკითხს გადაუჭრის.

მანამდე წყალმომარაგების კომპანიის მენეჯერი, ბესიკ ფიალური იყო, თუმცა 18 მარტს მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

| Print |