საზოგადოება
ონლაინ შეხვედრაზე Covid-19-ის გამო, შშმ პირებისთვის წარმოქმნილ გამოწვევებზე იმსჯელეს
Covid-19-ის პანდემიის პირობებში, შშმ პირთა საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის წარმოქმნილი გამოწვევები - ამ თემაზე დღეს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრას, სამცხე–ჯავახეთის 2 მუნიციპალიტეტის - ახალციხისა და ბორჯომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენლები, საკითხებზე მომუშავე საბჭოების ხელმძღვანელები და წევრები ესწრებოდნენ. ორსაათიან ღონისძიებაზე საბჭოს ეფექტური საქმიანობისთვის შექმნილი სახელმძღვანელო წარადგინეს.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში ამბობენ, რომ ისინი სისტემატურად მუშაობენ საბჭოს ფუნქციონირების ეფექტურობის გაზრდაზე.

შეხვვედრა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.

| Print |