საზოგადოება
მოგვატყუეს, რომ მუდმივ წყალს მოგვცემდნენ - ახალციხის ხუთი ქუჩის მოსახლეობამ აქცია გამართა

 

ახალციხეში, 5 ქუჩის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები წყლის გრაფიკით მიწოდებას აპროტესტებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალციხის მერიას დასხმარებლად უკვე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. 80-მდე ხელმოწერით შესული დოკუმენტი ამ დრომდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი. მერიაში კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ ქალაქის წყალმომარაგებით უზრუნველყოფა მათი პრეროგატივა არ არის. რაც შეეხება წყალმომარაგების კომპანიას, ახლადდანიშნული ხელმძღვანელი განმარტავს, რომ გადაწყვეტილებას ვითარებაში გარკვევის შემდეგ მიიღებს.

 


| Print |