საზოგადოება
ანთიმოზობის დღესასწაულზე ადიგენის საპატიო მოქალაქეები დაასახელეს

 

ადიგენის მუნიციპალიტეტში, საპატიო მოქალაქეები დაასახელეს. დაჯილდოების ცერემონიალი სოფელ უდეში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ გაიმართა.

2020 წელს საპატიო მოქალაქის ტიტული ადიგენის მუნიციპალიტეტის მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებისა და ღვაწლისთვის აბასთუმნის ფილტვის ცენტრის დირექტორმა რევაზ ჟღენტმა და უდის ანთიმოზ ივერიელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა გრიგოლ ქურციკიძემ მიიღეს. 

საპატიო მოქალაქის დასახელება ადიგენის მუნიციპალიტეტში 2019 წლიდან, ანთიმოზობის დღესასწაულზე დაიწყეს. გასულ წელს სტატუსი ბიზნესმენებს ანტონ ობოლაშვილსა და ამირან მექვაბიშვილს მიენიჭათ.
| Print |