საზოგადოება
საქართველოს მოქალაქეებს გარე საზღვრების გახსნის შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ
საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, რომელთა მოქალაქეებს გარე საზღვრების გახსნის შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ - ინფორმაციას ევრონიუსი ავრცელებს.

ბრიუსელში მაღალჩინოსნები დახურულ კარს მიღმა განიხილავდნენ საკითხს, თუ რომელი ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ პირველი ივლისიდან ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა და რომლებს კვლავ აეკრძალებათ, მას შემდეგ, რაც ევრობლოკი გარე საზღვრებს გახსნის.

გამოცემის ინფორმაციით, ჩამონათვალმა უკვე გამოიწვია დაპირისპირება, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ კორონავირუსით განსაკუთრებით დაზარალებული აშშ მასში არ შედის. სავარაუდოდ, სიის მიღმა რჩებიან რუსეთი და ბრაზილია.

ევროპელმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ლიდერები შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ თუ რომელ ქვეყნებს დაუბლოკავენ კვლავაც ევროკავშირის საზღვრებს და მოლაპარაკებები დღეს პარასკევს გაგრძელდება.

"ევრონიუსმა" ევროკავშირის დიპლომატიური წყაროებიდან იმ ქვეყნების სრული ჩამონათვალი მოიპოვა, რომლებსაც ევროპის საზღვრებს გაუხსნიან. ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც. თუმცა მასში არ არიან აშშ, ბრაზილია, ყატარი და რუსეთი.


| Print |