საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?
3 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი იქნება.

ახალციხეში ამინდი +24-დან +28 გრადუსამდე მერყეობს, ღამით +10 +14 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, სინოპტიკოსები 3 ივლისს სეტყვას ვარაუდობენ.
| Print |
თეგები: ამინდი / სეტყვა /