ინტერვიუ
პოლიტიკა, მედია და პანდემია - ISFED-მა წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტი გამოაქვეყნა
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტში მიმოხილულია საარჩევნო კანონმდებლობის, პოლიტიკური და მედია პლურალიზმის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება. საზოგადოებრივ ორგანიზაციაში მიჩნევენ, რომ 2020 წლის არჩევნებზე გავლენას მოახდენს კორონავირუსის ინფექცია და მისი გავრცელებით შექმნილი რისკები. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პრინციპულად მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა შეძლონ მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციის მიღება მედიის საშუალებით. ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ ეფექტური ზომები განახორციელონ COVID-19-დან მომდინარე საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და მაქსიმალურად უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების რეალიზაცია უსაფრთხო და სამართლიან გარემოში.

| Print |