საზოგადოება
აღარაფერი დაგვიტოვა არც ხეზე და არც ბოსტანში - სეტყვისგან დაზარალებულები
ძლიერი სეტყვა ახალციხის სოფლებში დაახლოებით, 40 წუთი გრძელდებოდა. სტიქიამ სრულად გაანადგურა ნათესები, ხეხილი და ვენახი.

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები. ახალციხის თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ზარალს შეისწავლიან, თუმცა მხოლოდ იმ მოქალაქეების დახმარებას შეძლებენ, რომლებსაც სეტყვამ სახურავები დაუზიანა.

| Print |
თეგები: სეტყვა /