საზოგადოება
420 000 ლარი ვიზარალე - ახალციხეში მაღაზია დაიწვა
ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ობიექტში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მარკეტიდან ვერაფრის გამოტანა შეძლეს, პროდუქცია სრულად დაიწვა. მეპატრონის თქმით, ზარალი დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარამდეა. ზურაბ დურგლიშვილის თქმით, ხანძრის მიზეზი შესაძლოა, ელექტროეერგიის გაყვანილობა იყოს.

ცეცხლი თავდაპირველად მაღაზიის გვერდით მდებარე საცხობის თანამშრომლებმა დაახლოებით, 04:00 საათზე შენიშნეს და 112-ში დარეკეს. ადგილზე მეხანძრე-მაშველების სამი ჯგუფი მუშაობდა, მათი თქმით, ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხდა, თუმცა 112-ში დაგვიანებით შესული შეტყობინების გამო, ჯგუფს შენობა ცეცხლის ალში გახვეული დახვდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მათი დასკვნის შემდეგ გაირკვევა ხანძრის გაჩენის მიზეზი. შსს-მ მომხდარეზე გამოძიება სსკ-ის 187 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


| Print |