საზოგადოება
ფერმერების პროტესტმა შედეგი გამოიღო - მწყემსები მთას ტოვებენ
ფერმერები, რომლებსაც კარანტინის დროს 70-მდე სული პირუტყვი მოპარეს და სავარაუდოდ, თურქეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ. დაზარალებულებს ხელისუფლებისგან უნდოდათ პასუხის მიღება, რა ეტაპზეა მათი საქმის გამოძიება და როგორ გადაიყვანეს საგანგებო მდგომარეობის დროს, ათობით პირუტყვი ჩაკეტილ და მკაცრად კონტროლირებად საზღვარზე. 

ამის გარდა, ფერმერები ითხოვდნენ, რომ მთაბარობისთვის მათ სათიბებში ჩამოსულ მწყემსებს, პირუტყვი მთიდან წაეყვანათ. 

აქციამ შედეგი გამოიღო. პროტესტის შემდეგ ადგილობრივები მთაში ავიდნენ და მწყემსებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

| Print |