საზოგადოება
დღეიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა იხსნება
დღეიდან, ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვის აკრძალვა იხსნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით,ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ასევე ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ, იქნება ნებადართული. მაგალითად, ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენების ჩასატარებლად და რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ მათ მივცეთ შესაძლებლობა ნორმალურად ჩაატარონ ეს გამოფენები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
| Print |