საზოგადოება
ახალციხის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შესწავლა ექსპერტებმა დაიწყეს

 

ახალგაზრდობის სააგენტო, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ახალციხეს ეწვია. სააგენტოს ხელმძღვანელი მხარის რწმუნებულს, თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე პირებს სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვდა. მხარეებმა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტზე ისაუბრეს. როგორც სააგენტოს უფროსმა განაცხადა, მათ უკვე დაიწყეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის რევიზია. მისი შესწავლის შემდეგ თვითმმართველობას რეკომენდაციებს გაუზიარებენ. დოკუმენტი ახალციხის მუნიციპალიტეტში 2018 წელს დამტკიცდა.

სტრატეგიაში ოთხი სამიზნე პრიორიტეტია - ახალგაზრდების დასაქმება, მონაწილეობის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ახალგაზრდული საქმიანობის მხარდაჭერა.

ახალგაზრდობის სააგენტოში განმარტავენ, რომ გეგმის მიხედვით, საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, რომელიც ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებს პასუხობს.

მათგან 11 ქალაქი წელს საპილოტედ შეირჩა, მათ შორის არის ახალციხე.

 


| Print |