საზოგადოება
"საბოლოოდ მივიღებთ მუქ ბრინჯაოს ფერს" - მერია შოთა რუსთაველის ძეგლზე

 

ქალაქ ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლის რესტავრაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს მოქანდაკე პაატა გიგაური აწარმოებს.  მერიის იმფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ძეგლი გაიწმინდა ქვიშა-ჭავლური მეთოდით, მოიხსნა საღებავების ფენები.

"გასუფთავდა და შეივსო ძეგლზე არსებული ბზარები და დაიდო “ვერნილაკის გრუნტი. იგი შეიღება ოქროსფერი სპეციალური გრუნტ-საღებავით. სამუშაოები გრძელდება, საჭიროა ძეგლის დამუშავება და საბოლოოდ მივიღებთ მუქ ბრინჯაოს ფერს. აღსანიშნავია, რომ ძეგლს წლების განმავლობაში კაპიტალური რესტავრაცია არ ჩატარებია. იგი იყო დაბზარული და საჭიროებდა აღდგენას", - წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ძეგლის რესტავრაცია ადგილობრივ ბიუჯეტს 3 850 ლარი უჯდება. 

ძეგლთან ერთად, მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც, სადაც მერიის ინფორმაციით, საფეხმავლო ბილიკები ახალი დეკორატიული ფილებით და ბაზალტის ბორდიურებით მოპირკეთდება.

 

| Print |