საზოგადოება
,,112-ში დავრეკეთ და გვითხრეს, გველის გამოყვანა ჩვენ არ გვეხებაო" - მეზობლები
ჭრელი გველი შეძვრა დავით აბნიელოვის კუთვნილ ავტომანქანაში. მეპატრონე ამბობს, რომ დაახლოებით 18:00 სთ-თვის დაინახა ,,მისმა ძმამ მანქანას კაპოტი“ როგორ ახადა და გველმა შიგნით ჩაძრომა მოასწრო.

თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ეჭვობენ, რომ გველი ისევ მანქანაშია.

,,112-ში დავრეკეთ და გვითხრეს, რომ ეს მათ არ ეხებათ, ამიტომ ჩვენი ძალებით ვცდილობთ მანქანიდან გამოყვანას“ - ამბობენ აბნიელოვები.

დღის განმავლობაში მანქანა როგორც შეეძლოთ დაშალეს, მაგრამ ქვეწარმავლის გამოყვანა მაინც ვერ შეძლეს.

მეპატრონე ავტომობილის განცალკევებით დაყენებას და ძებნის გაგრძელებას ხვალიდან აპირებს.

| Print |