საზოგადოება
ვადა ამოიწურა, კომპენსაციის მისაღებად 245 421 თვითდასაქმებული დარეგისტრირდა
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 31 ივლისს დასრულდა, თუმცა თანხების გადარიცხვა კვლავ გრძელდება. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული.

31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 245 421 პირი.
მათგან 160 161 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 48 048 300 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა აპრილის თვის 90 131 პირს. მაისის თვის 135 670 პირს, ივნისის - 118 058 პირს. გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 68 771 800 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება. უკვე რეგისტრირებულ პირებსაც მიეცათ შესაძლებლობა არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია განაახლონ 2020 წლის 1-ელ აგვისტომდე. მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებულთა წრე გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ. დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდა 35 564 უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული პირი. მათგან 28 717 პირს უკვე გადაერიცხა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, რაც 8 615 100 ლარს შეადგენს
“, -აცხადებენ უწყებაში.
| Print |