საზოგადოება
ახალციხეში მდინარეში მოზარდი დაიხრჩო

 

უბედური შემთხვევა მოხდა ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზიკილიასთან. მდინარე მტკვარში არასრულწლოვანი დაიხრჩო. თვითმხილველების თქმით, მოზარდი მდინარეში საბანაოდ შევიდა. 

"14 წლის ბავშვია. ახალციხელია, მაგრამ თბილისში ცხოვრობდნენ. ახლა დასასვენებლად იყო ჩამოსული", - გვითხრეს ადგილობრივებმა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს რომ მაშველებმა მოზარდის ცხედარი ჩითახევის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. 

"შემოვიდა შეტყობინება, რომ წყალში შესული იყო არასრულწლოვანი და ვეღარ ხედავდნენ. საძიებო სამუშაოებში ჩაერთვნენ მაშველები. ცხედარი ნაპოვნია წყალში, ჩითახევჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე",
- გვითხრეს პრესსამსახურში. 

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

| Print |