საზოგადოება
სახელმწიფო ინსპექტორმა ახალციხეში შეხვედრა გამართა

 

სახელმწიფო ინსპექტორმა მეხუთე რეგიონული შეხვედრა ახალციხეში გამართა. ლონდა თოლორაია და სამსახურის სხვა წარმომადგენლები რეგიონში მოქმედ საჯარო უწყებების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრების მიზანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა, რეგიონებში არსებულ სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება და რეგიონებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის გააქტიურებაა.

შეხვედრებზე ის ძირითადი გამოწვევები განიხილეს, რომლებსაც სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელების პროცესში აწყდება. სახელმწიფო ინსპექტორმა მონაწილეებისგან რეკომენდაციები მოისმინეს.

| Print |