საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი ჯავახეთია

 

ორი მიწისძვრა ნახევარ საათიანი ინტერვალით. პირველად მიწისქვშა ბიძგები 11 აგვისტოს, 23:21 წუთზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ნინოწმინდის სოფელ როდიონოვკასთან იყო. სეისმოლოგების ინფორმაციით, მისი სიმძლავრე 3,6 მაგნიტუდას შეადგენდა.


ბიძგები განმეორდა ღამის 12 საათზეც. ეპიცენტრი კვლავ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, ამჯერად სოფელი ფარავანი იყო და ის პირველ მიწისძვრასთან შედარებით ოდნავ სუსტი აღმოჩნდა.

ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

| Print |
თეგები: მიწისძვრა /