საზოგადოება
ახალციხეში საბავშვო ბაღი აშენდება
ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე, რუსთაველის #124-ში, 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 2 799 767 ლარია. წინადადებების მიღება 14 სექტემბერს სრულდება. პროექტი ვროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) ფინანსდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შენობა ცხრა თვეში უნდა აშენდეს.

ყოფილი სამხედრო დასახლების 20 ჰექტარამდე ტერიტორია მერიის საკუთრებაში 2019 წელს გადავიდა. მანამდე კი შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ეკუთვნოდა.
| Print |