საზოგადოება
ივანიშვილი აბასთუმანში ტაძრის მშენებლობას დააფინანსებს

 

დაბა აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტრის ეზოში ეკლესია აშენდება. ტერიტორია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დღეს, 19 აგვისტოს აკურთხა. წირვას "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე დაესწრნენ. ცერემონიაზე მათთან ერთად, მონასტრის დედები იმყოფებოდნენ. წირვის ფოტომასალას "საპატრიარქოს უწყებანი" ავრცელებს. მათივე თქმით, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის, სამრეკლოსა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობას ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დააფინანსებს.
| Print |