საზოგადოება
როდის და რომელ ქვეყანაში შეგიძლიათ სექტემბერში გაფრენა
ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა სექტემბერში დაგეგმილი ფრენების განრიგი გამოაქვეყნა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული პროტოკოლის სრული დაცვით ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება

საქართველოდან საფრანგეთის მიმართულების ავიარეისი 1 სექტემბერს განხორციელდება. გარდა ამისა, სულ დაგეგმილია 16 რეისი ევროპის სხვა ქალაქებში.

მთლიანობაში, ამ თვეში დაგეგმილი ფრენების განრიგი ასეთია:

1 სექტემბერი, თბილისი – პარიზი – თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);

2 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 10:10, მოფრენა 21:15);

3 სექტემბერი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);

4 სექტემბერი, თბილისი – ბერლინი – თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);

5 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

7 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);

11 სექტემბერი, თბილისი – ბერლინი – თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);

12 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

13 სექტემბერი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);

14 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);

15 სექტემბერი, თბილისი – პარიზი – თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);

19 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);

21 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);

22 სექტემბერი, თბილისი – პარიზი – თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);

26 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);

28 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);



გასულ კვირაში საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე შეზღუდვა 30 სექტემბრამდე გაახანგრძლივა.

შეზღუდვები არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც უკვე სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის (გერმანია), პარიზისა (საფრანგეთი) და რიგის (ლატვია) აეროპორტებს შორის.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით.
| Print |