საზოგადოება
ჯავახეთის ახალგაზრდებმა დასუფთავების აქცია მოაწყეს
ჯავახეთის ახალგაზრდებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან ახალქალაქის ციხის,  ე.წ. ,,ტაბშანკას ბორცვისა" და ბავრა - კარტიკამის გზის მიდამოები დაასუფთავეს.

ხელთათმანების,პოლიეთილენის პარკებისა და სხვა ჰიგიენური ინვენტარის შესაძენად 17-მა სტუდენტმა 30 -30 ლარი შეაგროვა. დასუფთავებში ძირითადად სამცხე-ჯავახეთის და თსუ-ს უნივერსიტეტის ყველა კურსის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

დასუფთავების აქცია 10:00 - დან  17:00 საათამდე გაგრძელდა. 

„ჩვენ ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით, ზოგმა ნაცნობები მოიყვანა და მოხალისეთა ჯგუფიც ასე შეიქმნა. ერთი მონაწილის ინიციატივით, ახალქალაქში შევიკრიბეთ და სხვადასხვა თემაზე ვიმსჯელეთ. საბოლოოდ მივედით იმ დასკვნამდე, რომ სჯობს სასარგებლო საქმით დავკავდეთ - მაგალითად, დაბინძურებული გარემოს დასუფთავებით. შევქმენით 17 კაციანი ჯგუფი და 29 აგვისტოს დავიწყეთ მუშაობა“ - ამბობენ ახალგაზრდა მოხალისეები.

მოხალისეთ ჯგუფი წელს პირველად შეიქმნა, თუმცა ფიქრობენ, რომ აქცია ერთჯერადი არ იქნება. ჯგუფში გაწევრიანებისკენ, ახალგაზრდები სხვა თანატოლებსაც მოუწოდებენ.
| Print |