საზოგადოება
ახალციხიდან წასულმა ამერიკელმა წყვილმა პორტლენდში ქართული რესტორანი გახსნა
„კარგი გოგო“ (KARGI GOGO) – ასე ჰქვია ქუჩის რესტორანს, რომელიც ახალციხიდან წასულმა ამერიკელმა წყვილმა, თავიანთ ქვეყანაში, ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში გახსნა. ინფორმაციას ფეისბუქ გვერდი „რეალური ამერიკა“ ავრცელებს. რესტორანი შონს და მაკენზის ეკუთვნით, რომლებიც „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეების ტიტულით ,ახალციხეში ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

„რეალური ამერიკა“-ს ინფორმაციით რესტორანში თითქმის ყველა ქართული ტრადიციული კერძია წარმოდგენილი. ქუჩის რესტორნის შემდეგ წყვილმა პორტლენდშივე ნამდვილი რესტორანიც გახსნა და ქართველი ემიგრანტების გარდა, ამერიკელებსაც მხოლოდ ქართული სამზარეულოს კერძებით უმასპინძლდება.

„დაგებადებათ კითხვა, საიდან დაებადათ ამერიკელ ცოლ-ქმარს ქართული რესტორნის გახსნის იდეა, გეტყვით: ისინი, ორი წელი საქართველოში ცხოვრობდნენ, კერძოდ ახალციხეში და აი აქედან მოდის მათი როგორც ჩვენი ქვეყნის მიმართ სიყვარული , ისე ჩვენი სამზარეულოს მიმართ პატივისცემა და შემდგომ კომერციულ იდეად დაბადება.

ერთი სიტყვით, პორტლენდი რომელიც ითვლება მსოფლიოში ყველაზე გემრიელ კერძების ქალაქად, დღეს იქ ისეთი სამზარეულო იწონის თავს, როგორიც ქართული სამზარეულოა და სწორედ აი ამ ორი ადამიანის დამსახურებით“
- ნათქვანია „რეალური ამერიკა“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოციალურ ქსელში იძებნება „კარგი გოგო“-ს ფეისბუქ გვერდიც, რომელიც 10 000-მდე ადამიანს აქვს გამოწერილი და დაახლოებით ამდენივეს მოსწონს.

„რეალური ამერიკა“-ს ინფორმაციით, შონისა და მაკენზის რესტორანი „კარგი გოგო“ ამერიკელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

| Print |