საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ექიმის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალციხესა და ახალქალაქში, დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმი-თერაპევტის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა.

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესაბამისად, 2016 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების გახსნა დაიწყო.

შსს-ს ცნობით, ამჟამად ქვეყანაში მოქმედი 30 იზოლატორიდან სამედიცინო პერსონალი უკვე დასაქმებულია 24 იზოლატორში, სადაც დაკავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და დოკუმენტირება ხდება. დანარჩენი ექვსი იზოლატორისთვის ექიმების მოძიებისა და სამედიცინო პერსონალით სრულად დაკომპლექტების მიზნით, სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა.

დამატებითი ინფორმაცია ახალქალაქსა და ახალციხეში დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმი-თერაპევტის პოზიციებზე გამოცხადებული კონკურსის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
| Print |