საზოგადოება
ახალციხის საკარანტინე სივრცეში კვლავ საკვებისა და პირობების პრობლემაა
ახალციხის საკარანტინე სივრცეში მყოფი ადამიანები სასტუმროში არსებულ პირობებზე ჩივიან. ამბობენ, რომ საკვები არ უვარგათ და ჰიგიენური ნორმები დარღვეულია. საკარანტინე სივრცე ახალციხეში მხოლოდ სასტუმრო „გრანდ პალასშია“ მოწყობილი.

აქ მყოფი პირების მხრიდან უკმაყოფილება საკვებსა და სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებზე არაერთხელ გაჟღერებულა.



| Print |