საზოგადოება
ახალციხის სასაფლაოზე ხანძარია
ახალციხეში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. დაკვამლიანება ადგილობრივებმა დაახლოებით, 17:30 საათზე შენიშნეს. მათი თქმით, ცეცხლი ბალახს ეკიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ სასაფლაოები არ დაზიანებულა. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ხანძრის შედეგად დაახლოებით, 100 კვ.მ-მდე ფართობია დამწვარი.
| Print |