საზოგადოება
მსოფლიო პანდემია და ქართველი ემიგრანტების სატკივარი
საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, კორონავირუსის პანდემიის დროს, შემოსავლის გარეშე დარჩა. სამსახური და თვიური შემოსავალი არაერთმა ემიგრანტმა დაკარგა. სოლიდური ხარჯების გამო, საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. გარდა ამისა, სამშობლოში ოჯახების ერთადერთი მარჩენალი, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ემიგრანტები არიან. მათ გზავნილებს კი საკუთარი ოჯახების არსებობისა და ქვეყნის ეკონომიკის შენარჩუნების კუთხით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

| Print |