საზოგადოება
საქართველოში რეგულარული ფრენები 31 ოქტომბრამდე გადაიდო
საქართველოში რეგულარული ფრენების აღდგენა კიდევ ერთხელ, ამჯერად 31 ოქტომბრამდე გადაიდო. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს

შეზღუდვა კვლავ არ ვრცელდება ფრენებზე პარიზის, მიუნხენისა და რიგის მიმართულებით. ამასთან, გაგრძელდება მთავრობასთან შეთანხმებული ჩარტერული და სპეციალური რეისების განხორციელება.

საქართველოში კორონავირუსის გამო რეგულარული ფრენები მარტის შემდეგ შეწყვეტილია. აგვისტოში განახლდა ფრენები გერმანიასთან, საფრანგეთსა და ლატვიასთან.

გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში აქამდე ჩამოსვლა შეზღუდვის გარეშე შეეძლოთ. მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან მათ საზღვარზე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა მოუწევთ.
| Print |
თეგები: ფრენები /