საზოგადოება
ახალციხის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ქალაქ ახალციხის ცენტრალურ ნაწილს, დაახლოებით ერთი საათია ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც "ენერგო პრო-ჯორჯიაში" აცხადებენ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მოქალაქემ, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის დროს, თვითნებურად ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი დააზიანა.

კომპანიაში განმარტავენ რომ მათი ჯგუფი დაზიანების ადგილზე უკვე მუშაობს.

რამდენ ხანში მოხერხდება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, "ენერგო პრო-ჯორჯიაში" ვერ ასახელებენ.
| Print |