საზოგადოება
"კვირას ბაზარში ბევრ ადამიანს ვერ შევუშვებთ" - ახალციხის ბაზრის დირექტორი
ახალციხის მერიისა და საკრებულოს წარომადგენლები დღეს, 12 სექტემბერს ადგილობრივი ბაზრის ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს შეხვდნენ. მათ ზაზა მელიქიძიგან ის რეკომენდაციები მიიღეს, რომლის გამკაცრებაც ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო გახდა საჭირო.

ბაზრის დირექტორის განმარტებით, კვირაობით მოვაჭრეების რაოდენობა მაქსიმალურად იზრდება. მერმა კი მათ მითითება მისცა, რომ ხვალ, 13 სექტემბერს ბაზარში ბევრი ადამიანი არ შეუშვან და რეკომენდაციები მაქსიმალურად დაიცვან.

"აქამდეც მოდიოდნენ-ხოლმე პერიოდულად მდგომარეობის შესასწავლად. ახლაც მოვიდნენ და გარკვეული მითითებები მოგვცეს. რეგულაციები უნდა გავამკაცროთ. ხვალ კვირაა და მეტი მობილიზებაა საჭირო" - განუცხადა "მეცხრე არხს" ბაზრის დირექტორმა ვახტანგ ქართველიშვილმა
| Print |