საზოგადოება
წინასასკოლო სამზადისი და გაკოტრების პირას მისული მოვაჭრეები ახალციხეში
სასწავლო პროცესის დაწყებამდე, სასკოლო სამზადისი იწყება. ტანსაცმელისა და საკანცელარიო ნივთების შესაძენად საჭირო თანხა, მოსწავლეების მშობლებისთვის გარდაუვალი ხარჯია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის, სასკოლო სამზადისის შესამსუბუქებლად, საქართველოს 18 წლამდე მოქალაქეები, ერთჯერად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ. რა უჯდება ოჯახს მოსწავლის სასკოლოდ მომზადება და რაში ჰყოფნით ერთჯერადი დახმარება - ჩვენი ჟურნალისტი ვერონიკა გვარამაძე მუშაობდა თემაზე.




| Print |