საზოგადოება
8 დღიანი კომის შემდეგ პალატაში
8 წლის ახალციხელი მოზარდი, რომელსაც ექვს სექტემბერს მოტოციკლი დაეჯახა, პალატაში გადაიყვანეს. ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. 

"უკეთ არის. დღეს გადავიყვანეთ პალატაში. დააკვირდებიან ამ კვირის ბოლომდე როგორ იქნება და შესაძლებელია პატარა პლასტიკური ოპერაცია დაჭირდეს. დღესდღეობით გამოჯანმთელება მიდის კარგად, ექიმების დიდი შრომიდან გამომდინარე. მადლობა მათ ასეთი ყურადღებისთვის" – ამბობს ოჯახის მეგობარი პაატა გვირჯიშილი

იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ მოზარდი კონტაქტურია და მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

მოზარდი თბილისში, იაშვილის კლინიკაში მკურნალობს. იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან 13 სექტემბერს მოხსნეს. მას ყბა-სახისა და მენჯ-ბარძაყის ოპერაციები ჩაუტარდა. 

შეგახსენებთ, რომ რვა წლის მოზარდს ახალციხეში მოტოციკლი ექვს სექტემბერს დაეჯახა. დაშავებული ჯერ რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, შემდეგ კი თავისა და ქვედა კიდურების დაზიანებებით, კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა.

შსს-მ მომხდარზე ძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
| Print |