საზოგადოება
რა ვისწავლეთ შატილის ტრაგედიიდან? როდემდე გაგრძელდება გზებზე სიკვდილობა? - ეკა ლალიაშვილი
საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილი სამგზავრო მიკროავტობუსის ავტოავარიას ეხმაურება. მისი განცხადებით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ კვლავ არ მოწმდება ტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობა.

მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა, საქალაქთაშორისო გადაადგილებისას ავტოავარია მოხდა, შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი. ქვეყანაში კვლავ გადაადგილებიან ტექინსპექტირებაზე ვაგადაცილებული სატრანსპორტო საშუალებები და გადაჰყავთ ათეულობით მგზავრი.

მათ უსაფრთხოებაზე კი პასუხისმგებელი არავინაა, არც მძღოლი, არც კომპანია, არც სახელმწიფო. კვლავ არ მოწმდება ტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობა, გადატვირთულობა, მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მუშაობის და დასვენების საათები. რა ვისწავლეთ შატილის ტრაგედიიდან? რის გაუმჯობესებას შევეცადეთ და როდემდე გაგრძელდება გზებზე მასშტაბური სიკვდილობა?
“- აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს ხაშური-გორის მონაკვეთზე სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 10-მდე მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. მიკროავტობუსი საჩხერიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.
| Print |