საზოგადოება
სომხეთის მხარდასაჭერად, ახალციხეში თანხის შეგროვება დაიწყეს


ახალციხის სომხური სამოციქულო ეკლესიის ეზოში ადგილობრივებმა ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე სომხეთის მხარდასაჭერად შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე ძირითადად სომხური არმიისთვის ფულადი, პროდუქტით და ცოცხალი ძალით დახმარებაზე იმსჯელეს. დაახლოებით, ასამდე ადამიანი შეთანხმდა, რომ შედგებოდა სია, სადაც თითოეული მათგანის შეწირულობა აღინუსხებოდა.

გარდა ამისა, სომხურმა თემმა ოფიციალური თურქეთის განცხადება გააპროტესტა, რომელიც კონფლიქტში მონაწილე მხარის - აზერბაიჯანის მხარდაჭერას გულისხმობს ბრძოლაში თუ მოლაპარაკების მაგიდასთან. ადგილობრივები სომხეთთან საზღვრის გახსნაში ქართულ მხარეს დახმარებასაც თხოვენ.

მსგავსი შეხვედრა 29 სექტემბერს ჯავახეთში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმაც გამართეს, სადაც სომხეთში გასაგზავნად სურსათი, მედიკამენტები და საბურავები შეაგროვეს, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ პოლიციის თანმაშრომლებმა საზღვარზე მხოლოდ სურსათით და მედიკამენტებით დატვირთული ორი სატვირთო ავტომობილი გაატარეს, საბურავებით სავსე ოთხი მანქანა კი უკან დააბრუნეს.


| Print |