საზოგადოება
თურქული სატვირთოები საქართველოში არ შემოვა – აქციის მონაწილე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწხაში, ჯავახეთის მოსახლეობამ საქართველო-თურქეთის საერთაშორისო მაგისტრალი გადაკეტა. აქციის მონაწილეები საზღვარზე სატვირთო ავტომობილებს არ უშვებდნენ. მათი თქმით, თურქეთი ამ გზით აზერბაიჯანს იარაღს მიაწვდის, რაც დაუშვებელია

JNEWS– ის ინფორმაციით, კარწახში დაძაბულობამ იკლო. გზა თითქმის გახსნილია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

”სანამ სომხეთ-საქართველოს საზღვარი არ გაიხსნება, რომ ჩვენმა დახმარებამ სომხეთამდე მიაღწიოს, თურქული სატვირთო ავტომობილები საქართველოში არ შემოვა”, - ამბობენ აქციის მონაწილეები.


JNEWS– ის ფოტო
| Print |